logo_geo
eng_logo
ალეკო ელისაშვილი: როდესაც ჩაჯდები კონტეინერში და ასე შემოიპარები ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი ორჯერ იყავი, ასე შეურაცხყოფას აყენებ საკუთარ ქვეყანას
- +

6 დეკემბერი. 2021. 00:54

 

„ის ხომ რიგითი ადამიანი არ იყო. ორჯერ იყო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და მის მიერ გაცემული ბრძანების შედეგად ხალხი ომში წავიდა და დაიღუპა. სიცოცხლე გაიღეს ქართველმა მებრძოლებმა პრეზიდენტის ბრძანების შედეგად. ასეთი ადამიანი როცა დაჰკრავს ფეხს, გავარდება სხვაგან და სხვა ქვეყნის პატრიოტობას იჩემებს... ერთი კადრი მახსოვს, ჟურნალისტებს ელაპარაკება აეროპორტში, კიევში სააკაშვილი და უკრაინის ჰიმნი ირთვება და უცბად გულზე ხელი დაიდო და დაიწყო სიმღერა. არ მჯერა მე ასეთი რაღაცების. ეს არის ტყუილი. არ შეიძლება ორი ქვეყნის პატრიოტი იყო. მით უმეტეს იმ ქვეყნის, რომელთანაც სწავლის გარდა არაფერი გაკავშირებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

 

მისივე თქმით, მეორედ ძალიან დიდი შეურაცხყოფა სააკაშვილმა საქართველოს მაშინ მიაყენა, როდესაც ქვეყანაში მალულად შემოიპარა.

 

„როდესაც ჩაჯდები კონტეინერში და შემოიპარები და ასე შემოხვალ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი ორჯერ იყავი, ასევე შეურაცხყოფას აყენებ საკუთარ ქვეყანას. და როგორ წარმოაჩინა მან საქართველო უცხოელების თვალში? რომ ეს არის ქვეყანა, რომელშიც შეიძლება ასე შეიპარო“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner