logo_geo
eng_logo
კარლ ვოლოხი: ფული, რომელსაც კურჩენკო სააკაშვილს აძლევდა, „ეფ ეს ბეს“ ფული იყო
- +

6 დეკემბერი. 2021. 00:54

 

„სააკაშვილის აბსოლუტურად უპრინციპო ადამიანია“, - ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრისა და გენპროკურორის ყოფილმა მრჩეველმა, კარლ ვოლოხმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხდა. მან მაგალითად სააკშვილის უკრაინელ ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოსთნ კავშირი მოიყვანა. უკრაინის პროკურატურის ცნობით, სწორედ რუსეთში გადაბარგებული კურჩენკო აფინანსებდა უკრაინაში სააკაშვილის საპროტესტო აქციებს.

 

„იანუკოვიჩის დროს კურჩენკო რიგით თანამდებობას იკავებდა და მულტიმილიონერი და შეიძლება მილიარდერიც კი გახდა. იმ მომენტში, როცა კურჩენკომ ნაქურდალი აქტივებით რუსეთში გადაინაცვლა, ის, ისევე როგორც უკრაინული ხელფასის წევრები, სრულიად „ეფ ეს ბეს“ კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. ანუ ფული, რომელსაც კურჩენკო აძლევდა სააკაშვილს, ხუმრობით ამას „მიხომაიდანს“ ვეძახდით, ეს იყო „ეფ ეს ბეს“ ფული. სააკაშვილის აბსოლუტური უპრინციპობის კიდევ უფრო ზუსტი მაჩვენებლის, რომელიც მუდამ თავს წარმოაჩენს როგორც პუტინთან მებრძოლს და პუტინის მტერს, წარმოდგენა შეუძლებელია“, - განაცხადა ვოლოხმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner