logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ყველაფერში ჩართული იყო გიგი უგულავა ორი გვამის „კიოსკზე“ შემოდებით დაწყებული 7 ნოემბრის უმაგალითო დარბევებით დამთავრებული
- +

6 დეკემბერი. 2021. 01:37

 

 

„ყველაფერში ჩართული იყო გიგი უგულავა ორი გვამის „კიოსკზე“ შემოდებით დაწყებული 7 ნოემბრის უმაგალითო დარბევებით დამთავრებული. ყველაფერში იქნებოდა ჩართული იმიტომ, რომ ის იყო ქალაქის მერი. ის შედიოდა და დღესაც შედის სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში. მის გარეშე არც ერთი სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული“, - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„უგულავა ახლა მიილტვის ახალი მიზნისკენ. ზუგდიდში კოვზი ჩავარდა ნაცარში, ფოთში ნაცარში თუ ღომში. ხლა მიიწევს ახალი მწვერვალებისკენ „ნაციონალური მოძრაობაში“. შემთხვევითი არ არის მისი აქტიურობა, ბატონი მაჭავარიანიც დავინახე რამდენჯერმე. ახლა ყველა ჩონჩხს გამოალაგებენ. ეს ამ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე არაფერს არ უწევდნენ ანგარიშს ამ ქვეყნაში, ყოველ დღე არღვევდნენ კანონს, ახლა ფართო ასპარეზი მიეცათ. შეგულიანდნენ, დაინახეს ეს დაბრუნებული ავაზაკი. მათი ბელადი, მათი არქიფო აქ არის, მათი ავაზაკობის შთაგონება აქ არის, მათი დაუნდობლობის შთაგონება. ძალადობის პირველსაწყისი ყოველთვის იყო მიხეილ სააკაშვილი, ეს ადამიანები მას მისდევდნენ“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner