„სკოლის სახელმძღვანელოში საქართველოს ისტორიული პოლიტიკური ცვლილელების ავანგარდში მყოფი ლიდერების ბიოგრაფიების ჩაწერის ვერანაირ პრობლემას ვხედავ. სკოლაში უნდა იცოდნენ თუ ვინ იყო გამსახურდია, შევარდნაძე. რა გააკეთეს სააკაშვილმა, ივანიშვილმა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ტრაგიკომიკურია ნაცსექტის ავადმყოფური აჟიოტაჟი ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიის თემაზე. უტიფრობაა, როცა საბჭოთა მენტალიტეტზე საუბრობს ჩეკისტების უნივერსიტეტის, МГИМО-ს დიპლომის მქონე, უპროცენტო პოლიტიკოსი იელენა ხაშტარია“, - წერს აბაშიძე.