„მომავალ წელს საჯარო სექტორში ხელფასი დაახლოებით 10 პროცენტით გაიზრდება და ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებშიც გაიზრდება.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „პანდემიის მიუხედავად, არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში“.
„არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში. დაგეგმილი გვაქვს 5,9 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც ჯამში მშპ-ს 9,1 პროცენტს შეადგენს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩვენი დაპირება იყო, მომდევნო წელს ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას დაახლოებით 10%-ის ოდენობით და ეს იქნება მზარდი, ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, არამედ მომდევნო წლებშიც გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.