logo_geo
eng_logo
ფაზილ ისკანდერი გარდაიცვალა
- +

1 აგვისტო. 2016. 11:41


ცნობილი რუსი პოეტი და მწერალი ფაზილ ისკანდერი  88 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ისკანდერი საკუთარ სახლში დაეცა და გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მწერალი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.


ფაზილ ისკანდერი სოხუმში 1929 წელს დაიბადა. ის წარმოშობით ირანელ-აფხაზი იყო და ნაწარმოებებს რუსულად წერდა.


მის კალამს ეკუთვნის: „სანდრო ჩეგემიდან", „ადამიანი და მისი სამეზობლო", „ადამიანის სადგომი", „კურდღლები და გველები", „სოფიჩკა" და სხვა.


მწერალმა 1954 წელს დაასრულა გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი. ლექსების პირველი კრებული „მთის ბილიკები" (რუსულად) გამოსცა სოხუმში 1957 წელს. მისი ნაწარმოებები 50-იანი წლების ბოლოს აქტიურად იბეჭდებოდა ჟურნალში «Юность».


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner