logo_geo
eng_logo
დევი ტაბიძე „ომიკრონზე“: შტორმი გვექნება, ძალიან სწრაფად გადაგვივლის
- +

6 დეკემბერი. 2021. 12:26

 

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ COVID 19-ის ახალი შტამი, „ომიკრონი“ თავისი ბუნებით ძალიან ძლიერია.

ახალი შტამის საფრთხეებთან დაკავშირებით დევი ტაბიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

„ახლა გვექნება შტორმი. ასე ვთქვათ, ძალიან სწრაფად გადაგვივლის, იმიტომ, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი სწრაფად გავრცელებადია. ყველა მონაცემი რომელსაც გეტყვით, ძალიან მცირე ხნისაა, მოკლევადიანი დაკვირვებების შედეგია. ერთადერთი, ჯერჯერობით სასიხარულო არის ის, რომ ამ ყველაფერს გარდაცვალება არ მოჰყოლია. ჯერ ასეთი ფაქტი დაფიქსირებული არაა. ახალი შტამის გავრცელება დაახლოებით 40-ზე მეტმა ქვეყანამ დააფიქსირა. ჩვენს ქვეყანაში ჯერ ეს არ არის, მაგრამ მაქსიმუმ, ალბათ, 2-3 კვირა და შემდეგ გამოჩნდება. მთავარი ასევე არის ის, რომ მის დაფიქსირებას, ალბათ, Pჩღ ტესტები მოახერხებს. სწრაფ ტესტებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ტაბიძემ.

მანვე იმ სიმპტომების შესახებ ისაუბრა, რომელიც ახალ შტამს ახასიათებს.

„ახალ შტამს ძალიან სერიოზული კლიკური დასაწყისი ახასიათებს. არის დაღლილობის ძალიან ძლიერი სინდრომი, აგრესიული ტემპერატურა, ანუ მაღალი ტემპერატურით იწყება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ შტამი თავისი ბუნებით ძალიან ძლიერია. მაგრამ, ვფიქრობ ჯერჯერობით „დელტა“ უპირატესი იქნება და ის ერთეული გამოჩნდება. ყველაზე ცუდი იქნება , თუ მათი გადაკვეთა მოხდება. რას ვგულისხმობ: თუ მოხდება უკვე „დელტა“ გადატანილების განმეორებითი დაინფიცირება. ეს პაცინეტის კლინიკურ მდგომარეობას უფრო დაამძიმებს. ეს არის ის, რისი თქმაც ამ ეტპაზე შეგვიძლია.

რაც შეეხება იმას, რომ დაცულები ვართ იმისგან, რომ კიდევ რაიმე ახალი არ გამოჩნდება – ეს გამორიცხულია. რეალურად ვიცით, რომ მას დაახლოებით 30 -ზე მეტი მუტაციის უნარი აქვს, ეს კიდევ ცალკე საშიშროებას წარმოადგენს და რა სიურპრიზს შემოგვთავაზებს ,ჯერჯერობით, არავინ იცის.

დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით: აქაც, სამწუხაროდ, განსაკუთრებული სიახლე არ გვაქვს, გვრჩება ისევ ის კომპონენტები: ნიღბის ტარება, ვაქცინაცია, დისტანცია. მისგან თავის ასაცილებლად ერთადერთი გზა ჩვენთვის პირველი ტალღის ყველაზე იდეალური ვერსიაა, რასაც საზღვრების გაკონტროლება ჰქვია, ის საკარანტინო ვადა, რომელიც ამ პერიოდებში მოსახლეობას დაიცავს. დანარჩენი, ჩაკეტვის, გადაკეტვის არანაირი საშუალება არ გვაქვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ისევ „ლოქდაუნი“ გამოაცხადოს“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner