logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაცმოძრაობამ“ „სკანდალი“ ააგორა, როგორ თუ სკოლის სახელმძღვანელოში, უახლესი ისტორიის მიმოხილვისას, ბიძინა ივანიშვილი ნახსენებია, როგორც ქველმოქმედიო
- +

6 დეკემბერი. 2021. 12:54

 

 

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ნაცმოძრაობამ "სკანდალი" ააგორა, როგორ, თუ სკოლის სახელმძღვანელოში, უახლესი ისტორიის მიმოხილვისას, ბიძინა ივანიშვილი ნახსენებია, როგორც ქველმოქმედიო. ეს ჯალათები, ტყავის ქურთუკიანი და მაუზერიანი ავაზაკები არ ეშვებიან თეთრზე შავის ყვირილს! მათი გადასაწყვეტი რომ იყოს, საქართველოს ისტორია „ნაცმოძრაობის“ შექმნის დღიდან დაიწყებოდა და სახელმწიფოს დამფუძნებლად სააკაშვილი იქნებოდა დეკლარირებული. ბიძინას კი, კიდევ ერთხელ მადლობა ქართველი ერის სახელით, ეს ჯალათები რომ მოგვაშორა სამუდამოდ!“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

პარტია "დროა" მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner