ავტორი სალომე ჯანდიერი
„ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენელი გიორგი ჩიქოვანი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გუშინ გამართულ აქციას „არა გაზპრომს" „რეპორტიორთან" ამგვარად აფასებს:
„ვულოცავ სრულიად საქართველოს და მსოფლიოს, გუშინ შედგა ახალი თამაშის პრეზენტაცია, თამაშის, რომლის ავტორიც „ნაციონალური მოძრაობა" გახლავთ. თამაშის სახელწოდებაა „ჯაჭვობანა". კარგია, როდესაც ქვეყანაში „მთავარი" ოპოზიციური ძალა თავის შექცევით არის დაკავებული და გართობის გარდა სხვა საქმე არ აქვს. ძნელია, სერიოზულად შევაფასოთ მათი აქცია. ეს გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ აქცია აქციისთვის.
აქციაზე მხოლოდ ის ითქვა, რომ „გაზპრომი" არის რუსეთი. დიახ, ბატონებო, „გაზპრომი" რუსეთია და ეს ბავშვმაც იცის, მაგრამ რას აპროტესტებდით, მართლა ვერ გავიგეთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერა ახალ შეთანხმებას აზერბაიჯანულ მხარესთან, ასევე მოხდა „გაზპრომთან" ძველი ხელშეკრულების გახანგრძლივება, რომელიც მომგებიანია საქართველოსთვის, რეალურად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც გაფორმდა ხელშეკრულება ,რომლის ძალითაც საქართველომ არაფერი დაკარგა, პირიქით, ეს ხელშეკრულება გახლავთ სახელწიფოს გამარჯვება და წინგადადგმული ნაბიჯი.
ჩვენ მივიღეთ შეთნხმება ბევრად გაუმჯობესებული პირობებით. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველო თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად არის არადამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. საქართველო დღეს რუსეთისგან იღებს იმაზე ბევრად მცირე მოცულობის გაზს, ვიდრე იღებდა „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში.
მაქვს ლეგიტიმური კითხვა, რატომ არ ჩაატარეთ აქცია „არა გაზპრომს" 2010 ან 2011 წლებში? აქციის ჩატარება რამდენიმე წლით დაგაგვიანდათ, ბატონებო! გამოფხიზლდით, უკვე 2016 წელია. პერიოდი, როდესაც საქართველო თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მატად ენერგოდამოუკიდებელი სახელწიფო გახლავთ", - აცხადებს ჩიქოვანი.