logo_geo
eng_logo
სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
- +

6 დეკემბერი. 2021. 14:17

 

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების სწავლების უფლება უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგებთან ერთად, პროფესიული განათლების მქონე დარგის სპეციალისტებსაც ექნებათ. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონებში. კანონში შესატანი კანონპროექტები კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებს გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებები ბავშვებისთვის ხარისხიანი სახელოვნებო განათლების მიწოდებასა და ამ მიმართულებით საკადრო რესურსის გაზრდას უზრუნველყოფს. რაც შეეხება ცვლილებებს - „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტით, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება სამხედრო და სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებთან ერთად სახელოვნებო პროფესიული განათლების პირებსაც მიეცემათ. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით კი, მასწავლებლის მაძიებელ პირთა ჩამონათვალს სახელოვნებო პროფესიული განათლების მქონე პირები ემატება.

 

საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner