logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: მის მეცენატობაზე და ქველმოქმედებაზე აქვთ განსაკუთრებული გართულება, კაცმა დადასტურებულად 3 მილიარდზე მეტი დახარჯა
- +

6 დეკემბერი. 2021. 14:45

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში სკოლის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

 

„რა ამბავია ატეხილი სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ მცირე ჩანაწერის გამო. გამსახურდია წერია, პირველი ხელისუფლების ლიდერი, შევარდნაძე წერია, მეორე ხელისუფლება იყო, სააკაშვილი და ვარდების რევოლუცია, მესამე ხელისუფლება, წერია, ჟვანიაც წერია. ამათზე არ აქვთ გართულება. ბიძინა ივანიშვილის ჩაწერა როგორ გაბედეთო?! თანაც მის მეცენატობაზე და ქველმოქმედებაზე აქვთ განსაკუთრებული გართულება, კაცმა დადასტურებულად 3 მილიარდზე მეტი დახარჯა.. ის ხალხი ხმაურობს, შარშან დეპუტატის ხელფასის მესამედი რომ არ ჩარიცხეს კოვიდის ფონდში. ამოვჭრათ ეს 9 წელი და წინა 10 წელი. ისტორიაში დავტოვოთ მხოლოდ 1991-93, მერე 2003-2012. მერე დაველოდოთ სააკაშვილი რომ დაბრუნდება ხელისუფლებაში და გავაგრძელოთ ჟამთაღწერა“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner