საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ეს ყოფილი ელჩი იან კელი, მგონი, ფსიქიატრს უნდა გაესინჯოს, - საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრს საქართველოში ამერიკის ელჩთან დამარცხებას უწინასწარმეტყველებს! ცოტა თავშეკავება არ აწყენდა, რადგან "საქართველოს დირექტორის" როლიდან ჯერ ვერ გამოსულა და იქნებ, კარგმა ფსიქოთერაპევტმა მაინც უშველოს! ამერიკაში რომელიმე დიპლომატმა კი არა, სახელმწიფო მდივანმა ასე რომ მიმართოს კონგრესმენს ან სენატორს, ისეთი სკანდალი ატყდება, გადადგომა მოუწევს! მაგრამ ბატონ კელის ის აგულიანებს, რომ აქამდე საქართველოს ხელისუფლებები ამერიკის ელჩებთან ყოველთვის მარცხდებოდნენ! რა მოხდება ახლა?!“, - წერს ბონდო მძინარაშვილი.