„საშემოდგომო სესიის ბოლო კვირაში, ხუთშაბათსა და პარასკევს, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმენს, ხოლო ოთხშაბათს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს დაამტკიცებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა ბიუროს სხდომაზე.
კახა კუჭავას თქმით, მომავალი კვირის სამშაბათი, ტრადიციულად, პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმობა.
კვირის განმავლობაში, პარლამენტი დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელებს.