logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც განვითარების ბიუჯეტია, კარგ საფუძველს ქმნის, რომ მომავალ წელს მაღალი 6%-იანი ზრდა გვქონდეს
- +

6 დეკემბერი. 2021. 16:33

 

 

საქსტატმაგამოაქვეყნა 2021 წლის მესამე კვარტლის ბიზნეს სექტორის სტატისტიკა. მნიშვნელოვანია, რომ ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38,5 პროცენტით გაიზარდა, თითქმის 40 პროცენტით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მან 40,5 მლრდ ლარს მიაღწია. ბრუნვა პრაქტიკულად ყველა სექტორში გაიზარდა. მათ შორის, განსაკუთრებით მაღალი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა განთავსების საშუალებებსა და საკვების მიწოდების საქმიანობის, იგივე სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებით. ეს მაჩვენებელი 86 პროცენტამდეა გაზრდილი. გადამამუშავებელ მრეწველობაში ბრუნვა 41,4 პროცენტით მეტია. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბრუნვა სხვა ბიზნეს საქმიანობის მიმართულებითაც, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „საქსტატის“ მიერ ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტატისტიკა 2021 წლის მესამე კვარტლისთვის. ნათია თურნავამ კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

 

 

მინისტრის შეფასებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის ზრდა ეკონომიკური აღდგენისა და გაჯანსაღების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასევე მოგვეცა შესაძლებლობა, წელსვე ჩვენი ბიუჯეტი 1,3 მლრდ ლარით და მეტითაც გაგვეზარდა. ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ მომავალი წლის ხედვა და ბიუჯეტი იყოს საკმაოდ კომპლექსური, გათვალისწინებული იყოს საკმაოდ მსხვილი ხარჯები სხვადასხვა მიმართულებით. ესაა განვითარების და არა მხოლოდ კოვიდ-ხარვეზების აღმოფხვრის ბიუჯეტი.  რომელიც კარგ საფუძველს ქმნის, რომ მომავალ წელს 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner