დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს, რომელიც მოსამართლეთა მიმართ ზეწოლას ეხება, საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს.
"გიორგი პაპუაშვილის განცხადებები ერთადერთ შთაბეჭდილებას მიტოვებს, სააკაშვილს აღარ დარჩა ხელში არცერთი პოლიტიკური კარტი და ახლა ცდილობს, არჩევნების წინ ვითარება რაღაცნაირად დაძაბოს, რაც მას არ გამოსდის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის თქმით, პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს.
„პაპუაშვილმა მოახერხა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი პოლიტიკურ იარაღად საკონსტიტიტუციო სასამართლოს სახელს იყენებს ", - აღნიშნა დევნილთა მინისტრმა.