logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი პაპუაშვილის განცხადებას, მოსამართლეთა მიმართ ზეწოლაზე, სააკაშვილს უკავშირებს
- +

1 აგვისტო. 2016. 11:48


დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს, რომელიც მოსამართლეთა მიმართ ზეწოლას ეხება, საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს.


"გიორგი პაპუაშვილის განცხადებები ერთადერთ შთაბეჭდილებას მიტოვებს, სააკაშვილს აღარ დარჩა ხელში არცერთი პოლიტიკური კარტი და ახლა ცდილობს, არჩევნების წინ ვითარება რაღაცნაირად დაძაბოს, რაც მას არ გამოსდის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


სოზარ სუბარის თქმით,  პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს.


„პაპუაშვილმა მოახერხა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი პოლიტიკურ იარაღად საკონსტიტიტუციო სასამართლოს სახელს იყენებს ", - აღნიშნა დევნილთა მინისტრმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner