„თბილისსა და ქობულეთში მცხოვრებ 122 დევნილ ოჯახს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საერთო სარგებლობის ფართები საკუთრებაში გადაეცათ“, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი და საერთო სარგებლობის ფართების დაკანონების პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.