logo_geo
eng_logo
კრემლში ის თემები დაასახელეს, რომელზეც ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი ვიდეოსამიტის დროს ისაუბრებენ
- +

6 დეკემბერი. 2021. 16:59

 

 

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა ის თემები დაასახელა, რომელზეც ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი ვიდეოსამიტის დროს ისაუბრებენ.

 

კრემლის პრესმდივნის თქმით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები უკრაინის ირგვლივ დაძაბულობას, ნატოს გაფართოებასა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ვლადიმერ პუტინის ინიციატივას განიხილავენ.

 

„საჭიროა იმის განხილვა, თუ როგორ სრულდება ჟენევაში მიღწეული შეთანხმებები, რა ხორციელდება სრულად და რა მოითხოვს დამატებით ძალისხმევას. სხვა განსახილველ თემებს შორისაა დაძაბულობა უკრაინის გარშემო, ნატოს გაფართოება და რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

 

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოსამიტი 7 დეკემბერს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ მხოლოდ ერთხელ - 2021 წლის ივნისში, ჟენევის სამიტზე შეხვდნენ.

 

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ვერაფერი ჩაანაცვლებს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დიალოგს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner