logo_geo
eng_logo
აშშ პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს
- +

6 დეკემბერი. 2021. 17:02

 

 

„ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიურ ბოიკოტს გამოუცხადებს და ჩინეთში მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს არ გაგზავნის, – ამის შესახებ CNN წერს.

 

თეთრი სახლის ეს გადაწყვეტილება უფრო სიმბოლური, ვიდრე პრაქტიკული, რადგან ჩინეთში დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეგულაციების გამო, ამერიკელი დიპლომატების ჩასვლის ალბათობა ისედაც დაბალი იყო. საინტერესოა ისიც, რომ გასულ კვირას ჩინურმა სამთავრობო მედიასაშუალება Global Times-მა განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა ამერიკელი პოლიტიკოსების მოწვევას სულაც არ აპირებდა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილების კომენტირებისას, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჟაო ლიჯიანმა განაცხადა, რომ აშშ-მ ოლიმპიადას ბოიკოტი მანამ გამოუცხადა, სანამ მოსაწვევს მიიღებდა, რითაც 1.4 მილიარდი ჩინელი შეურაცხყო.

 

ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, ოლიმპიური თამაშებისთვის დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადებას ავსტრალია და კანადაც გეგმავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner