2016 წლის 13 მაისს, გვიან ღამით, ონი-ამბროლაურის გზაზე, უბედური შემთხვევა მოხდა: გაეროს თანამშრომელი (მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ექსპერტი), ჯემალ (ჯეკო) მჭედლიშვილი, რომელიც მივლინებით იმყოფებოდა ამბროლაურის რაიონში, სოფელ წესთან, სახიფათო მოსახვევში, ჯებირს მანქანით შეეჯახა და დაახლოებით ათმეტრიანი სიმაღლიდან ადიდებულ მდინარე რიონში გადაიჩეხა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი წერს და ჩატარებული სამძებრო ოპერაციის გამო მადლოვბას შინაგან საქმეთა სამინისტროს (,,სსიპი") საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს.
„სამძებრო ოპერაცია დაახლოებით თორმეტ საათს გაგრძელდა. დილით, როდესაც მდინარის დინებამ ოდნავ იკლო, უბედური შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით სამას მეტრში, მაშველებმა ამოტრიალებული მანქანის ბორბალი შენიშნეს (სავარაუდოდ, მანქანა ლოდებმა შეაჩერეს) და, უდიდესი ძალისხმევისა და რისკის ფასად, მანქანიდან გადმოიყვანეს გარდაცვლილი ჯეკო მჭედლიშვილი და ტროსებით საცალფეხო ხიდზე აიყვანეს (ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს ,,ხიდიკრის აბანოებს " უწოდებს).
მე, პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი (ჯეკო მჭედლიშვილი ჩემი დისშვილი გახლდათ), ჩვენი ოჯახის, უპირველად, მისი უბედური დედის ლია მღვდლიაშვილის, ძმების - გიორგისა და ალექსანდრე (ალიკო) მჭედლიშვილების, მრავალრიცხოვანი ნათესავების, მეგობრების, ახლობლების, მეზობლებისა და თანამშრომლების სახელით, სამაშველო სამუშაოს პირნათლად შესრულებისათვის, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს (,,სსიპი") საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს: ამბროლაურის სახანძრო სამაშველოს, ამბროლაურის სამაშველოს და ონის სახანძრო სამაშველოს: სოსო აბუთიძეს (სამმართველოს უფროსი), ტარიელ დალაქიშვილს (სამმართველოს უფროსის მოადგილე); ამბროლაურის რაიონის სამაშველო სამსახურის მაშველებს: ლევან მახალდიანს, ჯანსუღ მურუსიძეს, გიორგი ჭოხონელიძეს, გიორგი ხაჭვანს; ამბროლაურის რაიონის სახანძრო სამაშველო განყოფილების უფროსს ზაზა ბაკურაძეს; მეხანძრე მაშველებს: ავთანდილ ბოჭორიშვილს, ბადრი ქემოკლიძეს, ფრიდონ ხიდაშელს, კობა მუსერიძეს, უფროს ინსპექტორს დავით დუშუაშვილს. ონის სახანძრო სამაშველო განყოფილების უფროსს ემზარ ხომასურიძეს; მეხანძრე მაშველებს: მამუკა ლობჟანიძეს, ერეკლე ლებანიძეს და ლაშა გამყრელიძეს.
გლოცავთ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ ყოველ თქვენგანს! მადლობას გიხდით, რომ მძიმე, ექსტრემალურ პირობებში, წყლიდან უვნებლად ამოიყვანეთ (გარდაცვლილი დამტვრეული არ იყო) ჩვენი ოჯახის ახალგაზრდა, უძვირფასესი წევრი, რომლის უდროო გარდაცვალებამ თავზარი დაგვცა, მაგრამ, გარდაცვლილი რომ წყალს წაეღო და თქვენ არ გეპოვათ, ისედაც თავზარდაცემულები, მერწმუნეთ, სრულიად გავნადგურდებოდით!..
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამმართველოს უფროსს ბატონ სოსო აბუთიძეს, რომელსაც ტელეფონით დავუკავ შირდი და ჩვენი ოჯახისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება ვთხოვე. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამაშველო განყოფილების უფროსს ბესიკ გველეთიანს. გაიხარეთ ქართველო ვაჟკაცებო, ჩვენო მამაცო მაშველებო! უფლის ანგელოზების მფარველობა თქვენს კეთილ საქმეს და ლამაზ, ქართულ ოჯახებს! მიწამდე გიხრით თავს..." - წერს თინათინ მღვდლიაშვილი.