logo_geo
eng_logo
რუსეთში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

6 დეკემბერი. 2021. 17:42

 

 

რუსეთის ფედერაციაში „ომიკრონის“  შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, ინფიცირება დღეს  სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ რუსეთის ორ მოქალაქეს დაუდასტურდა.

 

სხვადასხვა რუსული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები შესაძლოა, უახლოეს საათებში კიდევ ათით გაიზარდოს. თუმცა  ჯერჯერობით მხოლოდ ორი დაინფიცირებული მოქალაქის დადასტურებული შემთხვევის შესახებ გაკეთდა ოფიციალური განცხადება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაც ადასტურებს.

 

გასულ კვირას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, „ომიკრონის“ შტამის აღმოჩენის გამო, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს „ომიკრონთან“ ბრძოლის სამოქმედო გეგმის შემუშავება დაავალა. მან საგანგებოდ მოწვეულ შეხვედრაზე აღნიშნა ისიც, რომ ახალ შტამთან ეფექტიანი ბრძოლისათვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში საჭირო პრეპარატების მარაგისა და ჟანგბადის საცავების შევსება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner