logo_geo
eng_logo
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემქმნელი სარა გილბერტი აცხადებს, რომ მომავალი პანდემია, შესაძლოა, უფრო ლეტალური იყოს, ვიდრე „კოვიდ-19
- +

6 დეკემბერი. 2021. 17:43

 

 

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემქმნელი, პროფესორი სარა გილბერტი აცხადებს, რომ მომავალი პანდემია შესაძლოა, უფრო ლეტალური იყოს, ვიდრე „კოვიდ-19“.

 

„ეს კრიზისი არ არის უკანასკნელი. მართალი გითხრათ, შემდეგი ვირუსი შეიძლება, უარესი იყოს. ის, შესაძლოა, იყოს უფრო გადამდები ან უფრო ლეტალური. ამიტომ, ის ცოდნა, რომელიც მივიღეთ არ უნდა დავკარგოთ“, – ამბობს სარა გილბერტი.

 

ამასთან, როგორც გილბერტი აცხადებს, დღეს არსებული ვაქცინები, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტურად მოქმედებდეს კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ წინააღმდეგ.

 

პროფესორი ასევე არ გამორიცხავს, რომ მომავალში კაცობრიობამ შექმნას გრიპის უნივერსალური ვაქცინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner