logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი: პირს შესაძლებლობა ექნება საკუთარი თავი შეიყვანოს სიაში, რომლითაც სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა აეკრძალება
- +

6 დეკემბერი. 2021. 17:46

 

 

„პირს შესაძლებლობა ექნება საკუთარი თავი შეიყვანოს სიაში, რომლითაც სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა აეკრძალება. გარდა ამისა, ოჯახის წევრს, სასამართლოს თანხმობით, უფლება ექნება ადამიანი ასეთ სიაში შეიყვანოს“, - ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, უკვე გამართა შეხვედრები სექტორის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან.

 

„არის ორი მიმართულება: ერთი ეხება ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებულები არიან აღნიშნულ აზარტულ თამაშებზე და მეორე მიმართულება, როდესაც საგადასახადო პოლიტიკა უფრო იმაზეა მორგებული, რომ სექტორმა მეტი კონტრიბუცია შეიტანოს ეკონომიკის განვითარებაში. ამ მიმართულებით პირველ ნაწილში ინიციატივა გულისხმობს, რომ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც სახელმწიფოსგან შესაბამის შემწეობას იღებენ, არ ექნებათ უფლება ეს შემწეობა დახარჯონ აზარტულ თამაშებში; მეორე ნაწილი საჯარო მოხელეებს ეხებათ, რომელთა უდიდეს ნაწილს შინაგანი წესით ისედაც ჰქონდათ აკრძალული სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა, თუმცა ამის კანონის დონეზე აყვანა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ამ პროცესის კონტროლს; და მესამე ნაწილი არის ის, რომ 25 წლამდე პირებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ აზარტულ თამაშებში“, - განმარტა ხუციშვილმა.

 

კანონპროექტი ონლაინ-კაზინოების შესახებ პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner