logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკა ოქტომბრის თვეში 6.9%-ით გაიზარდა
- +

6 დეკემბერი. 2021. 17:55

 

 

„როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური აღდგენის პროცესზე, ბუნებრივია ამ მიმართულებით მიმდინარე წელი იყო გარდამტეხი. წელს ჩვენ გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ბოლო წარდგენაზე უკვე დავაზუსტეთ საბოლოო ვერსია, რომ გვექნება 10%-იანი ეკონომიკური ზრდა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

 

„ბუნებრივია ამას ჰონდა თავისი საფუძველი. ოქტომბრის თვის მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია საქსტატის მიერ აჩვენებდა, რომ ეკონომიკა ოქტომბრის თვეში 6.9%-ით გაიზარდა, ხოლო ათი თვის განმავლობაში გაზრდილია 10.5%. წლიურ ჭრილში ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება 10%. ეს არის მაღალი ეკონომიკური ზრდა. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, ჩვენ მომდევნო წლებში, 2022 წელს ნავარაუდები გვაქვს ეკონომიკური ზრდა 6%-ის ოდენობით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner