logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტს სიტყვით მიმართავს
- +

6 დეკემბერი. 2021. 18:40

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის ვირტუალურ სამიტს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინიციატივით იმართება, 10 დეკემბერს მიმართავს.

 

სამიტი მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის ლიდერებს დემოკრატიის განახლებისა და მის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების დასაძლევად გააერთიანებს.

 

პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისათვის გამოგზავნილ მოსაწვევ წერილში აღნიშნულია – „ჩვენ ვაღიარებთ და ვაფასებთ თქვენს თანამშრომლობას დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემის მქონე საზოგადოებების მშენებლობაში, რაც თითოეულ მოქალაქეს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს. მნიშვნელოვანი გამოწვევისა და უზარმაზარი შესაძლებლობების მომენტში, დღეს როგორც არასდროს, დემოკრატიებისთვის მნიშვნელოვანია დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგს ჩვენი ხალხების საჭიროებებისათვის“.

 

ვირტუალურ სამიტში 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner