logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ეს ყველაფერი მიღწეულ იქნა იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკური ეკონომიკის შედეგად, რომელსაც პრემიერი ღარიბაშვილი ატარებს
- +

6 დეკემბერი. 2021. 19:01

 

 

მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი მიღწეულ იქნა იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკური ეკონომიკის შედეგად, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი თავის მთავრობასთან ერთად ატარებს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც 2022 წლის ბიუჯეტის ზრდას, ქვეყნის საგარეო ვალის შემცირებას, საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის ხელფასების ზრდას და მშპ-ს ზრდას ეხება. 

 

ირაკლი ზარქუას თქმით, ბიუჯეტის ზრდა იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკური შედეგია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ატარებს.

 

დეპუტატის თქმით, სწორი კოორდინირებული მუშაობით ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 10%-ს შეადგენს. 

 

მომავალი წლის ბიუჯეტში მართლაც მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. ნაერთი ბიუჯეტი 21 მილიარდზე უფრო მეტია, ჩვენ ზრდა გვაქვს დაახლოებით 1 310 000 000 ლარზე მეტით. მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი მიღწეულ იქნა იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკური შედეგად, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი თავის მთავრობასთან ერთად ატარებს. რა არის ეს პოლიტიკა ? ეს არის ბიზნესის მხარდაჭერა, ეკონომიკური მიმართულების მხარდაჭერა, შეღავათების დაწესება, ერთი მხრივ ეკონომიკის მაქსიმალურად გახსნა და მეორე მხრივ პანდემიასთან ბრძოლაში ოქროს შუალედის დაჭერა.

 

მნიშვნელოვანია რომ უწყებების სწორი კოორდინირებული მუშაობით შესაძლებლობა მოგვეცა და მიმდინარე წელს გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო მომავალ წელს რეალური ეკონომიკის 6%-იანი ზრდა იქნება. ეს საბოლოო ჯამში აისახება იმით, რომ ჩვენს პენსიონერებს 260 ლარი ექნებათ პენსია, ხოლო მაღალმთიან რაიონებში, სადაც 70 წელს არიან გადაცილებული 360 ლარი

 

მათ შორის სოციალურად შეჭირვებულებს და ჯანდაცვის მიმართულებით, ვისაც დახმარება სჭირდება, საერთო ჯამში ამ მიმართულებით 6 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ციფრი, შესაძლებლობა რომ ჩვენმა ბიუჯეტმა გასწიოს ამ მოცულობითეს ყველაფერი სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოგვცა.

 

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, აქაც ერთ-ერთი საუკეთესო აქვს საქართველოს როგორც მთელ რეგიონში ასევე მთელ ევროკავშირის ზონაში. ეს არის საგარეო ვალის 60%-დან 51%-მდე ჩამოყვანა მშპ-სთან მიმართებით. ეს არის დეფიციტური ხარჯვის შემცირება 4.4%-მდეშესაძლებლობა კიდევ გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო გადაიხედოს და კიდევ უფრო შევამციროთ ეს ციფრი.

 

კაპიტალური ხარჯების მიმართულებით დაახლოებით 9%-ზე მეტი დაიხარჯება მომავალი წლის ბიუჯეტიდან. ეს 5 მილიარდზე მეტია და კიდევ ერთხელ დაეხმარება ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო მეტად მისცემს ბიძგს, რომ რეალური ეკონომიკა განვითარდეს, მეტი ინფრასტრუქტურა გაკეთდეს, მეტი გზა დაიგოს, მეტი წყალმომარაგება იყოს და .. მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ გათვლილია ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალურ მოთხოვნებზე, - აცხადებს ზარქუა

 

რაც შეეხება საგარეო ვალის შემცირებას, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს მთავარი აქცენტირებაა ქვეყნის საგარეო ვალის მაქსიმალურად შემცირება.

 

აქცენტირება აქვს ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას, რომ საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებით მაქსიმალურად შეამციროს. ახლა შესაძლებლობა მოგვეცა, რომ დაახლოებით 60%-დან 51%-მდე ჩამოვიყვანოთ. ეს მნიშვნელოვანი ნიშნულია, თუმცა მოლოდინი გვაქვს რომ მომავალ წელს შესაძლებლობა მოგვეცემა კიდევ უფრო მეტად შევამციროთ საგარეო ვალი, - აღნიშნა ზარქუამ

 

ირაკლი ზარქუამ საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის 10%-ით ხელფასების ზრდაზეც ისაუბრა. 

 

ამის შესაძლებლობა ბიუჯეტში თანხების სწორად მობილიზებამ მოგვცა, საგადასახადო კუთხით შემოსულობების მატებამ. ამ ყველაფერმა მთავრობას შესაძლებლობა მისცა გადაიხედოს კიდევ ერთხელ და არა საბოლოოდ, გადაიხედოს მათი შემოსავალი და წახალისდნენ

 

სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა ბატონმა პრემიერმა, სწორი ხედვები აქვს, სწორი მიდგომები აქვს და მომავალში ვაპირებთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას. საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს მთავრობა, პარლამენტიც, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გვერდში დავუდგეთ

 

 

მადლობა მინდა ვუთხრა იმ კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ბიუჯეტის ფორმირებაში, სადაც მათ თავიანთი ხედვები ჰქონდათ, ნაწილი გაზიარებული იქნა, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ

 

რაც შეეხება რეგიონებში განსახორციელებელ პროექტების მიმართულებით გამოყოფილ თანხებს, ირაკლი ზარქუა აცხადებს რომ ეს კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რომ რეგიონების განვითარება მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

მნიშვნელოვანია რომ რეგიონების განვითარებას მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. ფონდი 300 მილიონით განისაზღვრა, რომელიც დაიხარჯება რეგიონებში, მათი ინფრასტრუქტურისთვის და სხვა საჭიროებებზე. მნიშვნელოვანიააწარმოე საქართველოსფაქტორი კომპონენტების მიმართულებით, ასე ვთქვათ ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ჩვენ დღგ- ნაწილში, რასაც ვუნაწილებთ მუნიციპალიტეტებს მილიარდ 300 მილიონამდე იქნება წელს გადანაწილებული მუნიციპალიტეტებს შორის, ეს არის დაახლოებით რამდენიმე ათეული მილიონით მეტი შარშანდელთან შედარებით

 

ეს კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რომ რეგიონების განვითარება მთავრობისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს, რეგიონებს, მუნიციპალიტეტებს, რომ ის გამოწვევები რაც აქვს ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების ნაწილში, ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით რომ გვერდში დავუდგეთ, - დასძინა ირაკლი ზარქუამ.   

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner