logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: თუ რამე ნაკლოვანება აქვს მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს, ეს არის ის, რომ მასში სრულად არ არის ასახული სააკაშვილის "საქმენი საგმირონი"
- +

6 დეკემბერი. 2021. 19:19

 

 

„მე-9 კლასის სახელმძღვანელო იქნება თუ სხვა ისტორიის სახელმძღვანელო, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით რაც არის აქ, არაა საკმარისი და სრულად არ ასახავს იმ საქმეებს, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა - „ნაცმოძრაობას“ ვურჩევდი, რომ დაოკდნენ, დაიოკონ ნერვები და ობიექტურობას თვალი გაუსწორონ“ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

 

„თუ რაიმე ნაკლოვანება აქვს ამ ყველაფერს, ეს არის, რომ რეალურად, აქ არ არის ასახული სრულად და ობიექტურად მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა, "საქმენი საგმირონი", რის გამოც მას მსჯავრი აქვს დადებული და ეს ყველაფერი ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ - ეს არის ჩვენი უახლესი ისტორია და ცხადია, ისტორია არის ის, რისი მომსწრენიც გახლდით.

 

რა თქმა უნდა, მათთვის მიუღებელია ყველაფერი, რასაც რეალობასთან მივყავართ. ის, რომ ბიძინა ივანიშვილს განუზომლად დიდი დამსახურება აქვს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, საზოგადოების განვითარების გადარჩენისთვის, ამაზე დავა შეიძლება? „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ყველა იმ პოლიტიკური ფიგურისთვის, რომელიც დღეს აკრიტიკებენ და ცდილობენ, რომ ჩრდილი მიაყენონ, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს. ვურჩევდი, რომ დაოკდნენ, დაიოკონ ნერვები და ობიექტურობას თვალი გაუსწორონ. თუ იპოვიან საკუთარ თავში იოტისოდენა გამბედაობას, ძალას მოიკრებენ და თავიანთ ფოკუსს გაისწორებენ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და არა სააკაშვილის ვიწრო პარტიული ინტერესებზე და ძალაუფლების დაბრუნება - არ დაბრუნებაზე, იქნებ მათაც ჰქონდეთ შანსი იმისა, რომ მოხვდნენ ისტორიაში. გააჩნია რა ფორმით და როგორ შეხვალ ისტორიაში. მე-9 კლასის სახელმძღვანელო იქნება თუ სხვა ისტორიის სახელმძღვანელო, ვფიქრობ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით რაც არის აქ, არაა საკმარისი და სრულად არ ასახავს იმ საქმეებს, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. 2012 წელს, როდესაც ქართველ ხალხთან ერთად წელში გადატეხა რეჟიმი და გააგდო მმართველობიდან“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner