თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთში სიკვდილით დასჯა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუ ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის პარლამენტი მიიღებს.
მისი თქმით არანაირი ოფიციალური გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი ევროპასთან ნებისმიერ საკითხზე მოლაპარაკებისთვის და თანამშრომლობისთვის მზად არის.
„ამასთანავე, ევროპა არ უნდა იყოს მიკერძოებული. ევროპელი პოლიტიკოსების მოქმედებებში პუტჩისტების მხარდაჭერა, ან მათი მოქმედებების გამართლება არ უნდა იყოს", - აცხადებს ჩავუშოღლუ.