„მთავრი თემა, რა თქმა უნდა, არის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, წინსვლა უსაფრთხოების საკითხებზე და ადგილზე არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხები, იქნება ეს უკანონო დაკავებები თუ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. საერთაშორისო ფორუმებზე ნატოსა და ეუთოს ფარგლებში საქართველოს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა დაფიქსირდა, რაც თავისთავად აისახება ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდზეც“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„საკმაოდ რთული წელი იყო უსაფრთხოების თვალსაზრისით. რუსეთი საგარეო პოლიტიკა იყო ძალიან აგრესიული. ხაზგასასმელია ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელიც გამოავლინეს ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოს მიმართ, რაც მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იყო რუსეთის ზეწოლის წინააღმდეგ. ამან მოგვცა შესაძლებლობა ჰუმანიტარულ საკითხებში გარკვეული პოზიტიური შედეგებისთვის მიგვეღწია“, - აღნიშნა დარსალიამ.