„სააკაშვილის ექიმები ამბობენ რომ მას აღენიშნება "ფსიქო-ნევროლოგიური აშლილობა." არ ვიცი, ეს სიმულაციაა თუ სინამდვილე, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დაკრულზე ცეკვა, რასაც აკეთებს ნაცებთან აფილირებული ოპოზიცია, არის სიბრიყვე, მიშას ბელადიზაცია და მათი პოლიტიკური განაჩენიც, რომელიც იმაზე ადრე დადგება ვიდრე ჰგონიათ“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„როგორც ჩანს ისინი ამას ან ვერ ამჩნევენ, ან არ იმჩნევენ, მაგრამ რა ჰქნან? ყურებით ჰყავთ დაჭერილი "ნაცებს."
ელენე (ლიაკა) ხოშტარია, მორჩილი მხევალივით რომ ეახლა სააკაშვილს, არ ჰგავდა დიდად ნაშიმშილარს. სკოლის სახელმძღვანელოში ივანიშვილის მოხსენიებაზე კამპანიაც ხომ ბელადის საამებლად ააგორა.
მხოლოდ ფსიქიურად შეშლილის აზროვნებას შეიძლება მივაწეროთ სააკაშვილის ბოლო წერილიც, სადაც ის ჯერ ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს და მერე "ეროვნული შერიგებისკენ." შიშვლდება კაცი ბოლომდე!“, - წერს ანალიტიკოსი.