logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ვითარება დამშვიდდება და შევძლებთ, რომ მთელი ძალისხმევა მივმართოთ ქვეყნის წინაშე არსებულ რეალური პრობლემების გადასაჭრელად
- +

7 დეკემბერი. 2021. 00:19

 

 

„მთავრობა ეკონომიკური კუთხის გაუმჯობესების საკითხს მეტ-ნაკლებად ართმევს თავს, თუმცა პანდემია გამოწვევად რჩება, გამოწვევად რჩება სოციალური საკითხები, ძალიან მწვავედ დგას ინფლაციისა და ფასების ზრდის პრობლემა. ამაზე პარლამენტში ჩვენ რაც შეგვიძლია არის ის, რომ მთავრობას კონტროლი გავუწიოთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა for.ge-სთან ინტერვიუში.

 

„როგორც ჩანს, ეკონომიკის გაუმჯობესების კვალდაკვალ, პრობლემების დაძლევის იმედის ნიშნებიც გაჩნდება. დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ვითარება დამშვიდდება და შევძლებთ იმას, რომ მთელი ძალისხმევა მივმართოთ არა მხოლოდ პოლიტიკური აჯანყების ჩახშობისკენ, არამედ ქვეყნის წინაშე არსებულ რეალური პრობლემების გადასაჭრელად“, - აღნიშნა ხელაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner