„მსგავსი სიკეთე რომ „ნაციონალებს" გაეკეთებიათ ხალხისთვის, დარწმუნებული ვარ, ისინი ქვას ქვაზე არ დატოვებდნენ და ჩვენც ზედ დაგვადუღებდნენ, ამ სიკეთესაც, ყელში ამოგვადენდნენ..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი "Black sea arena"-ზე საუბრისას წერს.
„ყიჟინითა და გნიასით, მთელს ქვეყანას აიკლებდნენ, ხედავთ ხელისუფლებამ რა გაგიკეთათოო?!... არადა, ამხელა გრანდიოზული საჩუქრის ამბავმა, ხალხში ისე უჩუმრად და უშფოთველად ჩაიარა, თითქოს ეს, ჩვენ, ცოტა ადრეც კი გვეკუთვნოდა და დაგვიგვიანეს... ის რომ, ეს ათი წელი იზოზინა, იზოზინა და ჩვენამდე ძლივს მოაღწია... ხალხისთვის ძღვენად მორთმეული საჩუქარზე, რატომღაც კრინტი არავის დაუძრავს... მადლიერებაც ერში, როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა, მარტის ნიორივთ გაქრა და გაიპარა... აბა, ასე ვიცით ჩვენ!" - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.