„არ გამოვა მანიპულაცია იმის შესახებ, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი დიდი ქველმოქმედი?
გსურთ თუ არ გსურთ, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში შესულია იმ ისტორიულ პერსონად ისე, როგორც ეს მე-9 კლასის სახელმძღვანელოს ავტორს აქვს დაწერილი!“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ვინაც ისტორიას ებრძვის საკუთარი თავისათვის სასიკვდილო განაჩენი გამოტანილი აქვს! ასეთ სიტუაციაშია დღეს ნაცმოძრაობა, რომელიც "ცხენს ვერ მოერია და უნაგირს დაუწყო მტვრევა"!
მომავალი თაობის მოტყუება არავის არ გასვლია და არც გამოუვა!
ამიტომაც რაც არ უნდა ეცადოს ნაცმოძრაობამ ისტორიას ბრძოლა მოუგოს, არ გამოვა ეგ ამბავი!
იმიტომ რომ საუკუნეთა მანძილზე არავის არ გასვლია ასეთი ავანტიურა!
არ გამოვა მანიპულაცია იმის შესახებ, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი დიდი ქველმოქმედი?
გსურთ თუ არ გსურთ, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში შესულია იმ ისტორიულ პერსონად ისე, როგორც ეს მე-9 კლასის სახელმძღვანელოს ავტორს აქვს დაწერილი!
ნაწყენი ხართ? - უხვადაა ჩვენში წყაროები. მიბრძანდით და დოქით ცივი წყალი დალიეთ!
არავის არ გაუვა მანიპულაცია იმის შესახებაც ვინ დაიწყო აგვისტოს ომი? (ეს ამბავი მახსენებს ტრაგიკომედიას, რომელსაც ვისმენდი "ზვიადისტების" სასამართლოებზე. სადაც უბადრუკი სამართალდამცავები ბჭობდნენ ვინ გაისროლა პირველი ხელისუფლებამ, თუ ოპოზიციამ. მაშინ, როდესაც ქვეყნისათვის უმძიმესი შედეგი უკვე დამდგარი იყო)! საქმე შემდეგშია-ხელისუფლების უაზრო, ტვინგამოცლილი პოლიტიკის გამო შედეგი საქართველოს სახელმწიფოსათვის დადგა კ ა ტ ა ს ტ რ ო ფ უ ლ ი!
ისტორია ის მეცნიერებაა, რომელიც პროცესებს განიხილავს შ ე დ ე გ ე ბ ის მიხედვით, გაიგეთ შ ე დ ე გ ე ბ ი ს!
ამრიგად ხოშტარიების, მაჭუტაძეების, გუბაზების და სხვა ოდიოზური ფიგურების მსგავსმა მედროვეებმა რაც არ უნდა იჭაჭონ და ღომში ჩართული მეგრული სულგუნივით იწელონ, იცოდნენ არაფერი არ გამოუვათ! ვინაიდან ისტორია საბოლოოდ მუდამ ჭეშმარიტებას ღაღადებს და მათი მიშისტური სურვილების შესაბამისად "არა სცბის"!“, - წერს გვენეტაძე.