დოქტორმა დოტმა რუსეთის ტელევიზიით, გადაცემა „прямой эфир"-ში, ამერიკიდან პირდაპირი ჩართვის დროს, საქართველოში მისი ვიზიტის და მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილმა ის ბათუმში ზღვის პირას მდებარე სახლში წაიყვანა და კონიაკით გაუმასპინძლდა. მასაჟისტი ვარაუდობს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა კონიაკში ნარკოტიკი გაურია.
„მე არ მინდოდა საქართველოში წასვლა, რადგან მაშინ იქ ომი იყო, მაგრამ მიშამ მითხრა, ნუ გეშინია, ჩემთან უსაფრთხოდ იქნებიო. ჩავფრინდი მისი თვითმფრინავით. ბათუმში მას ზღვის პირას, სახლი აქვს. გარდა ამისა, აქვს დიდი სასახლეც. მან კონიაკი დამალევინა, რომელშიც ალბათ რაღაც ნარკოტიკი იყო გარეული, რადგან მე გიჟივით ვიქცეოდი. მე და მიშამ ერთად დავლიეთ. აივანზე ვისხედით, მთვარეს ვუყურებდით და კონიაკს ვსვამდით. მასაჟი ორივე სახლში გავუკეთე, სააკაშვილთან ინტიმური კავშირი მხოლოდ ერთ ღამეს ჰქონდა, ისიც არა მასაჟის, ანუ არა სამუშაო დროს. "მთხოვდა დამელია კონიაკი და ამბობდა, რომ ეწყინებოდა თუ მისი ქვეყნის სასმელს არ დავლევდი. დარწმუნებული ვარ, კონიაკში რაღაც ჩამიყარეს, ალბათ ჰალუცინოგენები. რადგან ერთმა ჭიქამ ძალიან დამათრო… მეორე დილით თავს ცუდად ვგრძნობდი... უცნაური სიზმრები ვნახე, რომ გავიღვიძე, ვერ ვხდებოდი, სად ვიყავი და ვცდილობდი გააზრებას, თუ რა მოხდა ღამით. არ შეიძლება ეს ერთი ჭიქა კონიაკის გამო მომხდარიყო” - თქვა მან", - განაცხადა დოტმა და დასძინა, რომ სააკაშვილი მასაჟმა ძალიან გააბედნიერა.
მისივე თქმით, ექს-პრეზიდენტი ძლიერი ადამიანია, ამიტომ მასაჟის დროს არ ყვიროდა და არ უტირია.
წამყვანის კითხვაზე, თუ რაში გამოიხატება მისი მასაჟი, დოტმა უპასუხა: „მე ვკბენ ზურგზე, ცოტათი საჯდომზეც, თუმცა ჩალურჯებებს არასდროს ვუტოვებ. შეიძლება ცოტა სიწითლე იყოს, მაგრამ ჩალურჯება არასდროს, ცოტათი ვკბენ."
როგორც დოქტორმა დოტმა განაცხადა, მისი მომსახურეობა ჩვეულებრივ, 200 ევრო ღირს, საქართველოში ვიზიტისას მას სააკაშვილმა კონვერტი გადასცა, სადაც 2 ათასი ევრო იდო. გარდა ამისა, აჩუქა ძალიან ლამაზი ოქროს ყელსაბამი და ქართული ტრადიციული ხმალი.
დოქტორი დოტის ინტერვიუს შემდეგ, გადაცემის სტუმრებმა აზრი გამოთქვეს, რომ მასაჟისტი ფსიქიურად მთლად ჯანმრთელი არ უნდა იყოს და ამიტომ სააკაშვილი და ის, ერთმანეთს კარგად გაუგებდნენ.