logo_geo
eng_logo
სპეციალისტების თქმით, საქართველოში ეპიდვითარება კვლავ რთულია, რასაც ვაქცინაციის დაბალი ტემპითა და რეკომენდაციების უგულებელყოფით ხსნიან
- +

7 დეკემბერი. 2021. 11:00

 

სპეციალისტების თქმით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთული და საყურადღებოა, რაც, მათივე განცხადებით, ვაქცინაციის ტემპის დავარდნის პირდაპირპროპორციულია. ექიმები ამბობენ, რომ აცრის დაბალი მაჩვენებელი ინფიცირების მატებასა და სიკვდილიანობის მაღალ სტატისტიკაში აისახება. რეკომენდაციები უცვლელია - ვაქცინაცია და რეგულაციების სრულად დაცვა.

 

„სამწუხაროდ, ვაქცინაციის ტემპის მკვეთრი ზრდა, ბოლო პერიოდში, კვლავ არ შეიმჩნევა. ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს ქვეყანაში ახალი შემთხვევების მატებასა და, შესაბამისად, სიკვდილიანობის მაღალ ციფრებზე. პირნათლად შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებულია ინფექციის გავრცელების თავიდან ასარიდებლად“, - აცხადებს ინფექციონისტი თამარ ბადურაშვილი.

 

აუცრელობისა და რეკომენდაციების უგულებელყოფაზე ამახვილებს ყურადღებას ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგიც.

 

„დღიურად, ათობით გარდაცვლილისა და ათასობით ინფიცირებულის ფონზე, ეპიდვითარება კვლავ რთული რჩება. ეს აუცრელობისა და რეკომენდაციების უგულებელყოფის შედეგია. მდგომარეობას ამძიმებს სეზონური გრიპებიც, რომლებიც, თავის მხრივ, სამედიცინო სექტორის დამატებით გადატვირთვას გამოიწვევს“, - აცხადებს ნათია გორდაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner