ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ონლაინკაზინოებთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა და ის მრავალწლიან გამოწვევას პასუხობს.
„ეს იყო გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით - ახალგაზრდა თაობას ჰქონდა. ონლაინკაზინოებმა ჩვენს არაერთ მოქალაქეს ძალიან მძიმე შედეგი მოუტანა. შესაბამისად, ეს კანონპროექტი ძალიან კარგი, სამართლიანი და მხარდასაჭერია“, - აღნიშნავს ალუდა ღუდუშაური.
მიმდინარე კვირაში საკანონმდებლო ორგანოში ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება იგეგმება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ონლაინკაზინოების მფლობელებისთვის გაიზრდება გადასახადები, აიკრძალება რეკლამა და ბარიერი 25 წლამდე აიწევს.
კანონპროექტის განხილვა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და ცვლილებები ძალაში 2022 წლის იანვრიდან შევა.