logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე მამა-შვილ ბუღაძეებზე: ზნეობრივ ლოგიკად აჩვენებენ გარშემომყოფებს მათი გახრწნის ევოლუციას
- +

7 დეკემბერი. 2021. 11:46

 

„ზნეობრივ ლოგიკად აჩვენებენ გარშემომყოფებს მათი გახრწნის ევოლუციას“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მამა-შვილ ბუღაძეებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. ქადაგიძის თქმით, „ლაშა ბუღაძე და მამამისი ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის მზეს იფიცებდნენ, ახლა მიშა ჰყავთ ბელადად“.

 

„მყიფე დემოკრატიაში ყველაზე საშიში ეგრეთ წოდებული ხელოვანების, საჯარო პირების მერკანტილური მლიქვნელობაა. ეს არსება და მამამისი, ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის მზეს იფიცებდნენ, ახლა მიშა ჰყავთ ბელადად, ხვალ სხვას ალოკავენ, მაგრამ მთავარი პრობლემა ეს არ არის.

 

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ აყროლებული გვამების გარშემო ადამიანები ცხოვრობენ და ჩვეულ ყოველდღიურობად, ზნეობრივ ლოგიკად აჩვენებენ გარშემომყოფებს მათი გახრწნის ევოლუციას“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner