რამდენიმე წამყვანმა ფრანგულმა მედიასაშუალებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღარ გამოაქვეყნებს ტერორისტების ფოტოსურათებს.
როგორც BBC აღნიშნავს, ამ იდეას მხარი დაუჭირეს გამოცემა Le monde-მა და Le Croix-მა, ასევე რადიო RFI -მ და ტელეკომპანია France 24-ma და FBMTV-მ.
როგორც მედიასაშუალებები განმარტავენ, მათი მოსაზრებით, მედიამ არ უნდა მოახდინოს იმ ადამიანების პოპულარიზაცია, რომლებმაც ტერორისტული ხასიათის დანაშაული ჩაიდინეს.
26 ივლისს, საფრანგეთში ორი ისლამისტი ეკლესიაში შეიჭრა და იქ მყოფები მძევლად აიყვანა, 84 წლის სასულიერო პირი კი გარდაიცვალა.