სახელმწიფო კონსილიუმის ექიმი ნინო შარაშენიძე აცხადებს, რომ ყველა მედიკამენტი, რასაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების სიტემაში ყოფნისას იღებდა, ხელმოწერილია მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის, მიერ.
„იყო დეტალურად აღწერილი და ჩაწერილი იმ სამედიცინო დოკუმენტაციაში, რომელსაც პირადად აწერდა ხელს ნიკოლოზ ყიფშიძე. შესაბამისად, მათ ჰქონდათ სრული ინფორმაცია ყველა მედიკამენტზე, რასაც იღებდა.
არც ერთი მედიკამენტი, რომელსაც იღებდა ბატონი პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შემოსვლის დღიდან, მისი დოზა არ გაზრდილა, იღებდა წამლებს, რომელიც დანიშნული იყო პოსტკოვიდური, უძილობისა და ნევროლოგიური პრობლემების გამო“, – განუცხადა „ტვ პირველს“ სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ.