logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს, არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება
- +

7 დეკემბერი. 2021. 13:09

 

„ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება.  სკოლის სახელმძღვანელოში ბელადის დიდება მოინდომეს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ვარდების რევოლუციის“ შესახებ სასკოლო სახელმძღვანელოში დაბეჭდილ ინფორმაციას.

 

„ამ ტექსტით დაიწყეს 21-ე საუკუნის ცენზორებმა კიდევ ერთი სიყალბის კამპანია. ქვემოთ, სურათზე, მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიაა იმავე სახელმძღვანელოდან. ისტორიის სახელმძღვანელოზე გაჩაღებულმა ისტერიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი რამ: სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“, იქ ყოველთვის სიყალბეა. დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები თითს თითზე არ აკარებენ, როცა დეზინფორმაციის წყარო „ნაციონალური მოძრაობაა“. არადა, თუ კარგად დავფიქრდებით, ბიოგრაფიებზე და თარიღებზე ატეხილი ეს ისტერია სწორედ რუსული რბილი ძალის დეზინფორმაციით მოქმედების საუკეთესო მაგალითია“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner