logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია თინა ხიდაშელზე: დაბალ ხმაზე, გულდათუთქული ყვებოდა...
- +

1 აგვისტო. 2016. 12:19


ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შესახებ წერს:


„გუშინ ვუყურე თინიკოს, დაბალ ხმაზე, გულდათუთქული ყვებოდა, ყველა ნორმალურ ქვეყანაში არჩევნებს დანიშნული მინისტრებით ხვდებიან და ეს არისო მრავალპარტიულობა, ამისთვის მე ოცი წელი ვიბრძოდიო.

 

რატომ უნდა წავსულიყავი, იმდენი რამე გავაკეთეო... ეს „ქართული ოცნება", ცუდები ესენიო... ეთერში გასვლამდე რამოდენიმე ცალი ნოშპა და კორსიზი ჰქონდა დალეული.

 

რა კარიერისტი რამეა ეს ოხერი, როგორ ყალიბდებიან ესეთები, არ დადის ჩემამდე და მომკალით! სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრივ, წარმოგიდგენიათ, ასეთი ადამიანი რაზეა წამსვლელი თანამდებობის მოპოვება-შენარჩუნებისათვის?

 

ღმერთო... რა ბედნიერი ვარ, რომ ამ ვნებებისგან თავისუფალი ვარ..." - წერს ცოტნე გამსახურდია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner