logo_geo
eng_logo
„ორი დღეა ვუყურებ, როგორ აჭედებენ ლურსმნებს ჩემი კუბოს ფიცარზე ადამიანები“ – რას წერს სკანდალური სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი?
- +

7 დეკემბერი. 2021. 13:56

 

სკან­და­ლუ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ერთ-ერთი ავ­ტო­რი ნატო ახ­მე­ტე­ლი სოციალურ ქსელში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კას პა­სუ­ხობს. საქ­მე ეხე­ბა საქართველოს ისტო­რი­ის მე-9 კლა­სის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს, რო­მელ­მაც 2012 წლის მოვლენე­ბის აღ­წე­რის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

 

ნატო ახ­მე­ტე­ლი კონ­კრე­ტუ­ლად იმ პა­რაგ­რაფ­ზე აკე­თებს გან­მარ­ტე­ბას, სა­დაც აგ­ვის­ტოს ომ­ზეა სა­­ბა­რი.

 

სა­ლა­მი, მე­გობ­რე­ბო. ზო­გა­დად სო­ცი­­ლურ ქსელ­ში პა­სი­­რი ვარ და სა­ვა­რა­­დოდ, არც მო­მა­ვალ­ში ვიქ­ნე­ბი აქ­ტი­­რი. ორი დღეა ვუ­ყუ­რებ, რო­გორ აჭე­დე­ბენ ლურ­სმნებს ჩემი კუბოს ფი­ცარ­ზე ადა­მი­­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო არ წა­­კი­თხავთ. ერთ-ერთ ძველ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში მოყ­ვა­ნი­ლი მქონ­და პას­ტერ­ნა­კისექი­მი ჟი­ვა­გოსის­ტო­რია, რო­მე­ლიც ასე სრულ­დე­ბო­და: გა­ზე­თე­ბის რე­დაქ­ცი­ებ­შირი­გი­თი საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე­­ბისუამ­რა­ვი წე­რი­ლი მი­დი­­და. ისი­ნი რო­მა­ნის გამო აღ­შფო­თე­ბას ვერ მა­ლავ­დნენ. იმ პერიოდ­ში გა­მოთ­ქმად იქცა: „მარ­თა­ლია, პას­ტერ­ნა­კის რო­მა­ნი არ წა­მი­კი­თხავს, მაგ­რამ გეტყვით…“

სტა­ტი­ებ­სა და გა­და­ცე­მებ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ცი­ტა­ტე­ბი კონ­ტექ­სტი­და­ნაა ამოგ­ლე­ჯი­ლი, ზოგ მათ­გან­ზე მივ­წე­რე კი­დეცფორ­მუ­ლას“. ფაქ­ტია, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო კი არა, პა­რაგ­რა­ფიც კი არ აქვთ წა­კი­თხუ­ლი.

ძი­რი­თად ბრალ­დე­ბებს ვუ­პა­სუ­ხებ: პა­რაგ­რა­ფი, სა­დაც აგ­ვის­ტოს ომ­ზეა და­წე­რი­ლი, ასე იწყე­ბა: 2003 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს სწრაფ­ვა ევ­რო­პი­სა და ნა­ტოს­კენ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­­ზარ­და. რუ­სე­თის მრა­ვა­ლი მცდე­ლო­ბა, ხელი შე­­შა­ლა ამ პრო­ცე­სის­თვის, უშე­დე­გო გამოდ­გა. ერ­თა­დერთ სა­შუ­­ლე­ბად იმგვა­რად, დარ­ჩა სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვა სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში რომ აგ­რე­სო­რი ქარ­თუ­ლი მხა­რე გა­მო­სუ­ლი­ყო. ყო­ვე­ლი­ვე ეს სა­ქარ­თვე­ლოს საერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტის შე­ლახ­ვის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. 2008 წლი­დან რუ­სე­თი ფორ­მა­ლუ­რა­დაც კი აღარ იცავ­და აფხა­ზეთ­თან და სამ­ხრეთ ოსეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ საერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხმე­ბებს.

2008 წლის ივ­ნის-ივ­ლის­ში მკვეთ­რად მო­­მა­ტა შე­­­რა­ღე­ბულ­მა პრო­ვო­კა­ცი­ებ­მა ცხინვალის რე­გი­ონ­ში. ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის­თვის ცე­ცხლის გახ­სნა, გზე­ბის და­ნაღმვა, მშვი­დობი­­ნი მო­სახ­ლე­­ბის გა­ტა­ცე­ბა ყო­ველ­დღი­ურ მოვ­ლე­ნად იქცა. 2008 წლის 6-7 აგვის­ტოს ოსურ­მა შე­­­რა­ღე­ბულ­მა ფორ­მი­რე­ბებ­მა ცხინ­ვა­ლის მიმ­დე­ბა­რე ქარ­თულ სოფლებს ინ­ტენ­სი­­რი ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­­ბის და­სა­ცა­ვად ცხინ­ვა­ლის რეგიონ­ში შე­­­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შეყ­ვა­ნის ბრძა­ნე­ბა გას­ცა, რასაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ პირ­და­პი­რი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ით უპა­სუ­ხა. 2008 წლის 8-10 აგ­ვის­ტოს რუ­სეთ­მა სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ში ათა­სო­ბით ერ­თე­­ლი სამ­ხედ­რო ტექნი­კა და ათი­­თა­სო­ბით ჯარის­კა­ცი­ შე­მო­იყ­ვა­ნადა ოსუ­რი სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბე­ბის უკან რომ რუ­სე­თი იდგა, არ ჩანს ამ ტექ­სტი­დან?

რაც შე­­ხე­ბა კი­თხვას:

  1. შენი აზ­რით, და­უშ­ვა თუ არა შეც­დო­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, რო­დე­საც ოსუ­რი შე­­­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბის მიერ ქარ­თულ სოფ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სრო­ლას რეგიონ­ში სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის შეყ­ვა­ნით უპა­სუ­ხა? ეს სა­დის­კუ­სიო კი­თხვაა.

მოს­წავ­ლემ უნდა გა­მო­ხა­ტოს პო­ზი­ცია, იმ­სჯე­ლოს. დის­კუ­სი­ის და­წყე­ბა რო­მე­ლი­მე პოზიცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას ნიშ­ნავს?

რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ ბავ­შვი აუ­ცი­ლებ­ლად და­დე­ბითად უპა­სუ­ხებს და არა პი­რი­ქით? ეს ხომ სა­დის­კუ­სიო კი­თხვე­ბია ისე­ვე, რო­გორც, სხვა მრავალი ის­ტო­რი­­ში? რა­ტომ ვერ შე­ნიშ­ნეს პა­რაგ­რაფ­ში ეს და­ვა­ლე­ბა:

  1. გა­­­ნა­ლი­ზე წყარო­­ბი ), ), ) და ) და იმ­სჯე­ლე, არის თუ არა ეს წყა­რო­­ბი არა­პირ­და­პი­რი სამ­ხი­ლი, რომ რუ­სეთ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია არა ოსი მო­სახ­ლე­­ბის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის ფარგლებში და­სა­ცა­ვად, არა­მედ ნა­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­ლოდ­ნე­ლი შეს­ვლის აღსაკვეთად ჩა­­ტა­რა? პა­სუ­ხი და­­სა­ბუ­თე.

 

აქვე გთა­ვა­ზობთ, პა­რაგ­რა­ფი­დან სხვა კითხვებსაც:

 

  1. რუკა 54 შე­­და­რე 1921 წლის სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის რუ­კას. რო­გორ ფიქ­რობ, რამ შეუშა­ლა ხელი რუ­სეთს იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­დან შე­­ტია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის?
  2. შე­ას­რუ­ლე და­ვა­ლე­ბა კონ­ტუ­რულ რუ­კა­ზე.
  3. რო­გორ ფიქ­რობ, რომ არა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ძა­ლის­ხმე­ვა, შე­საძ­ლე­ბე­ლი ­ყო თუ არა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ოკუ­პა­ცია? პა­სუ­ხი და­­სა­ბუ­თე.
  4. შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი გლო­ბა­ლურ ან რე­გი­­ნულ ომ­ში­ გა­დაზ­რდი­ლი­ყო?
  5. გა­­­ნა­ლი­ზე მედ­ვე­დევ-სარ­კო­ზის შე­თან­ხმე­ბის პუნ­ქტე­ბი და იმ­სჯე­ლე, რა­ტომ არ შეასრუ­ლა ის რუ­სეთ­მა.
  6. შენი აზ­რით, რა­ტომ სურს რუ­სეთს კავ­კა­სი­­ზე და ზო­გა­დად პოსტსაბ­ჭო­თა­ სივ­რცე­ზე გავ­ლე­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა?
  7. რა­ტომ თვლის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საფრ­თხედ ნა­ტოს აღ­მო­სავ­ლე­თით გაფართოებას?
  8. შენი აზ­რით, აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ცნო­ბას პირ­და­პი­რი კავ­ში­რი აქვს დასავლე­თის ქვეყ­ნე­ბის მიერ კო­სო­ვოს ცნო­ბას­თან თუ ეს რუ­სე­თის­თვის სა­ბა­ბი აღ­მოჩ­ნდა?
  9. გა­­­ნა­ლი­ზე წყა­რო­­ბი ), ), ) და ) და იმ­სჯე­ლე, არის თუ არა ეს წყა­რო­­ბი­ არაპირდა­პი­რი სამ­ხი­ლი, რომ რუ­სეთ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია არა ოსი მო­სახ­ლე­­ბის სამშვი­დო­ბო მი­სი­ის ფარ­გლებ­ში და­სა­ცა­ვად, არა­მედ ნა­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მოსალოდნელი შეს­ვლის აღ­საკ­ვე­თად ჩა­­ტა­რა? პა­სუ­ხი და­­სა­ბუ­თე.
  10. გა­­­ნა­ლი­ზე ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი კა­რი­კა­ტუ­რე­ბი. რო­მე­ლი გა­მო­ხა­ტავს, ერთი მხრივ, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს, მე­­რე მხრივ კი, რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ას და რატომ?
  11. იმ­სჯე­ლე, შე­იძ­ლე­ბა თუ არა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტის აღ­სა­წე­რად ეს­ კარიკატუ­რე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ? პა­სუ­ხი და­­სა­ბუ­თე. ეს პოს­ტი ეძღვნე­ბა ძი­რი­თა­დად ჩემს მე­გობ­რებს, მოს­წავ­ლე­ებ­სა და კო­ლე­გა მას­წავ­ლებ­ლებს“, – წერს ახ­მე­ტე­ლი.

 

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ზო­გა­დო­­ბის ნა­წი­ლი მე- 9 კლა­სის ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს პროგრა­მი­დან ამო­ღე­ბას ითხოვს. მათი პრე­ტენ­ზია იმ ქვე­თა­ვებს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს ომს, „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ასდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ეხე­ბა. სა­ზო­გა­დო­­ბის ნაწი­ლის შე­ფა­სე­ბით, წიგ­ნი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლია და მას­ში მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხოტბის შეს­ხმა ხდე­ბა, ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­შივარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ისროლი კი დაკ­ნი­ნე­ბუ­ლია და უფრო მე­ტად უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტშია წარ­მო­ჩე­ნი­ლი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner