logo_geo
eng_logo
საგარეჯოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- +

7 დეკემბერი. 2021. 14:18

 

საგარეჯოში, ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს მოულოდნელად გაუჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, შენობის დატოვება ოჯახის ერთმა წევრმა ვერ შეძლო. კაცი, მიღებული დამწვრობის შედეგად, ადგილზე დაიღუპა.

 

ხანძრის გაჩენის კონკრეტული მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner