საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 226 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების აქტი პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განცხადა, შეწყალებულთა შორის 11 ქალი და სამი არასრულწლოვანია.
მისივე ინფორმაციით, 226 მსჯავრდებულიდან 154 საპატიმროებს დღესვე დატოვებს , 72-ს კი დარჩენილი სასჯელი შეუმცირდა.