logo_geo
eng_logo
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს მიგრანტების ბელარუსში გაძევება აუკრძალა
- +

7 დეკემბერი. 2021. 15:57

 

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ბელარუსში იმ მიგრანტების გაძევება აუკრძალა, რომლებიც უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და სასამართლოს მიმართეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „Deutsche Welle“ ავრცელებს.

 

„მოსარჩლეების განცხადებების უმეტესობაში აღნიშნულია, რომ ისინი პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და ითხოვენ, რომ ბელარუსში არ გააძევონ. სასამართლომ რეგლამენტის 39-ე წესი აამოქმედა და დაადგინა, რომ განმცხადებლები არ შეიძლება იმ ტერიტორიიდან გააძევონ, სადაც ფაქტობრივად იმყოფებოდნენ, როდესაც სასამართლოს მიმართეს“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადებაში.

 

სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, 20 აგვისტოდან 3 დეკემბრის ჩათვლით, სასამართლომ 47 განცხადება მიიღო 198 მიგრანტისგან. 44 განცხადებაში განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ ისინი პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საერთაშორისო დაცვას ითხოვენ.

 

8 ნოემბრიდან რამდენიმე ათასი მიგრანტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე იმყოფება. რამდენჯერმე მათ საზღვრის გადაკვეთა სცადეს. პოლონეთი და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში მიაჩნიათ, რომ მიგრანტებს ბელარუსის მთავრობა აკონტროლებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner