logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: პაპუაშვილი ოდესაში ჩადის და სააკაშვილს ხვდება
- +

1 აგვისტო. 2016. 12:24


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ გიორგი პაპუაშვილის განცხადებები, რომლის მიხედვითაც მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება,  ტელეკომპანია "პირველის" ეთერში  შეაფასა.


„მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით,  მგონია, რომ პაპუაშვილმა ამ მიზანს მიაღწია, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე გახდა ეჭვმიტანილი იმაში, რომ ის არის ზეწოლის ობიექტი და არ აღიარებს ამ ზეწოლის ფაქტს. 

 

რეალობა ასეთია - თუ ადამიანზე ზეწოლა ხორციელდება, ყველაზე ადექვატურია, რომ ეს ზეწოლა ამ ადამიანმა აღიაროს. საკონსტიტუციო სასამართლოში სულ 9 მოსამართლეა, შესაბამისად, არ არის პრობლემა მივხვდეთ, ვის მიმართ შეიძლება ხორციელდებოდეს ზეწოლა.

 

 თუ მოსამართლე არ იტყვის, რომ ზეწოლა ხორციელდება, რეალურად ეს ქმნის ასეთ არაჯანსაღ ვითარებას. თუ მართლა არის ზეწოლა, ეს უნდა დადასტურდეს, ამაზე საჭიროა მტკიცებულებები. მეც გამიგია და მსმენია, რომ გიორგი პაპუაშვილი ჩადის ოდესაში და ხვდება მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ვიდეომასალა, ან ფოტომასალა უნდა მქონდეს.

 

საქმე იმაშია, რომ სამართლებრივ შედეგებს ვარაუდებზე ვერ დავაფუძნებ, თუმცა პოლიტიკური განცხადებები შესაძლოა ვარაუდზე დაფუძნდეს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner