logo_geo
eng_logo
კასპში ლევან ძამუკაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
- +

7 დეკემბერი. 2021. 16:45

 

კასპის სპორტკომპლექსში გაიმართა ლევან ძამუკაშვილის სახელობის ტურნირი კარატეში.

ტურნირში მონაწილეობა მიიღო   260 სპორტსმენმა  საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.  

 

ტრაგიკულად დაღუპული ლევან ძამუკაშვილის სახელობის ტურნირი ტრადიციაა კასპში და უკვე რამდენიმე წელია ტარდება.

 

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ კარატეს კლუბი „კასპის“ დამფუძნებელს, ალექსანდრე მანძულაშვილს კარატეში 30-წლიანი შრომისა და გაწეული ღვაწლისათვის საჩუქრად გადასცა კიმონოს საქართველოს ემბლემა, ოქროს კალმისტარი და 5000-ლარიანი ვაუჩერი.

 

ალექსანდრე მანძულაშვილის გადაწყვეტილებით, ვაუჩერი მოხმარდება მისი აღსაზრდელების სატურნირო დაფინანსებას.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ალექსანდრე მანძულაშვილს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner