აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტისა და საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების, მინისტრების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები, პრიორიტეტული საკითხები. სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა უწყებებს შორის სამომავლო კოორდინაციის სტრატეგია, მიმდინარე და სამომავლო პროექტების ეფექტიანად განხორციელების გეგმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის წარმომადგენლების, მინისტრების, საქვეუწყებო დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების ჩართულობით მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები გაგრძელდება და საზოგადოების საჭიროების გათვალისწინებით დაიგეგმა სამომავლო პროექტები.
დღეს მოქალაქეებთან შეხვედრა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა. შეხვედრების მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ჩართულობით სამომავლო პროგრამების დაგეგმვა და უწყებებს შორის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერება.