logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ოპოზიციასთან თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს
- +

7 დეკემბერი. 2021. 19:25

 

„ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ ნაბიჯი გადმოვდგით, სანაცვლოდ კი შეურაცხყოფა მივიღეთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის დამოკიდებულების გათვალისწინებით, მათთან თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს.

 

„მე აღვნიშნე ჩემი მზადყოფნა ოპოზიციასთან თანამშრომლობისადმი. ჩვენ შეიძლება მეგობრები არ ვიყოთ და ვერც ვიქნებით, მაგრამ თანამშრომლობისკენ ნაბიჯი გადმოვდგით. სანაცვლოდ, შეურაცხყოფა მივიღეთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ გზით შესაძლებელია თანამშრომლობა, საქმის კეთება, არ ვიცი. მე სხვა პრინციპებით ვცხოვრობ. ამ დამოკიდებულებით თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს. ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც თბილისის მთავრობის წევრების დამტკიცებაზე მსჯელობენ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner