logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: რატომ ითვლება, რომ ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტის ოჯახის წევრი ხელშეუხებელი უნდა იყოს?
- +

1 აგვისტო. 2016. 12:28


"რატომ ითვლება, რომ ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტის ოჯახის წევრი ხელშეუხებელი უნდა იყოს?!", - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„არაერთი შემთხვევა იყო, როცა აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ოჯახის წევრები, გოგონები რამდენჯერმე დააკავეს სიმთვრალეზე თუ ავტომობილის მართვის წესების დარღვევაზე.

 

 ეს იმ ქვეყანაში ჩვეულებრივად აღიქმება და რატომ არის, რომ ჩვენ ქვეყანაში ნებისმიერი პრეზიდენტი - იქნება ეს სააკაშვილი, შევარდნაძე თუ ვინმე სხვა, მათი ოჯახის წევრი უნდა იყოს ხელშეუხებელი?!

 

მგონია, რომ კანონის წინაშე ყველანი თანასწორი უნდა ვიყოთ და არავინ, არც პრეზიდენტმა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საკუთარი განცხადებებით სახელმწიფო ინსტიტუტებს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს", - განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner